ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

კახეთის რეგიონის მასწავლებლებისთვის Covid-19-ის ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კახეთის რეგიონში მომუშავე მასწავლებლებისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სესიებს ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები უძღვებოდნენ და მიზნად ისახავდა ვაქცინაციის წახალისებას მასწავლებლებში.

საინფორმაციო სესიების მიზანია მასწავლებლებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდებადა მათი ჩართვა მასობრივი იმუნიზაციის პროგრამაში. მასწავლებლების აცრა სკოლების უსაფრთხო გახსნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და ნორვეგიის, ესტონეთის, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩები, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში და სხვა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრას ახმეტის, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებიდან 70-მდე სკოლის პედაგოგი ესწრებოდა. საინფორმაციო სესიის შემდეგ მონაწილეებს ადგილზე შესთავაზეს ვაქცინაციის ჩატარება.

2021 წლის მაისიდან მოყოლებული, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარა 16 შეხვედრა თემის ლიდერებთან, მათ შორის მასწავლებლებთან, ექიმებთან, რელიგიურ ლიდერებთან და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, აღნიშნული ჯგუფების კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების მიზნით. საინფორმაციო შეხვედრების შედეგად, შეხვედრის დღესვე დაახლოებით 1000 ადამიანი აიცრა. მას შემდეგ მასწავლებლები თავიანთ თემებში აგრძელებდნენ ინფორმაციის გავრცელებას, რაც ვაქცინაციის უფრო მაღალ მაჩვენებელში გამოიხატა. ერთობლივი ინტერვენციების შედეგად, 2021 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით სრულად ვაქცინირებულ მასწავლებელთა მაჩვენებელი 9 პროცენტიდან 46 პროცენტამდე გაიზარდა.