სრულად აცრილი პირებისთვის იუსტიციის სამინისტრო შეღავათებს აწესებს
იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებულებისთვის შეღავათებს აწესებს. კოვიდ ვაქცინით ორჯერადად აცრილები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ, ნაწილს კი ნახევარ ფასად მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.
სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ: ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა-უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.
სრულად ვაქცინირებულთათვის 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე: ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ; ID ბარათზე სერთიფიკატის განახლება.
იუსტიციის სამინისტოს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება სრულად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.

