კახეთში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეს 10 მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში) უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული. ავტომანქანა დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

