ახალი ამბები

კახეთში მცხოვრები სტიქიისგან დაზარალებული პაპას დასახმარებლად თანხის შეგროვება დაიწყო

სტიქიისგან დაზარალებული კახეთში მცხოვრები ფირუზა იორამაშვილის დასახმარებლად ტელეკომპანია ,,ფორმულამ” თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო.

ტელეკომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირის ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სადაც მოხუცი სეტყვისგან დაზიანებულ ვენახშია და თვალცრემლიანი დახმარებას ითხოვს, მათ ბევრი პირი დაუკავშირდათ და მოხუცის დახმარების სურვილი გამოთქვეს.

ანგარიშის ნომერი – GE80LB0211121437497000 – მიმღები ფირუზა იორამაშვილი.