ახალი ამბები

კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს

კახეთის რეგიონში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს “მოსავლის მართვის კომპანია” სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის მზად არის.

ლევან დავითაშვილის თქმით, დასეტყვილი ყურძნის დაბინავება თელავში, გურჯაანსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში უკვე შესაძლებელია.

,,ყველა რესურსი იქნება მობილიზებული, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა”
,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.