ახალი ამბები

სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ ყვარლის მუნიციპალიტეტში ნაკვეთები დააზიანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე წუთიანმა სტიქიამ, მსხმოიარე ვენახები გაანადგურა.

ამ წუთის ინფორმაციით, დაზარალებულია, სოფლები, სანავარდო, გავაზი და შაქრიანი.

რა ზიანი მიადგა მოსახლეობას, ხვალ, დილით დაზუსტდება, როცა სოფლების გარშემო მდებარე ნაკვეთების შემოწმება იქნება შესაძლებელი.