ახალი ამბები

თელავში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის ინფორმაციით, მისი შვილი გაიტაცეს

თელავში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო გალახვარიძის განცხადებით, მისი შვილი ზაქარია კუსრაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გაიტაცეს.

როგორც გალახვარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის შვილთან სატელეფონო კონტაქტი 1 საათის წინ ჰქონდა, რა დროსაც შვილმა განუცხადა, რომ იტაცებდნენ.

დღეს გარეთ გავიდა და მერე დამირეკა, დედა მიტაცებენ, თავს ვერ ვაღწევ და მიშველეო. ამის შემდეგ ტელეფონი გაითიშა და ვეღარ ვუკავშირდები. ესენი არიან „ოცნების“ ხალხი, ჩემი სოფლელები, რომლებიც ჩემს შვილზე ახდენდნენ ზეწოლას. გთხოვთ დამეხმარეთ, შვილი მომიყვანეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერზე ვარ წამსვლელი“, – აღნიშნა ნინო გალახვარიძემ.