ახალი ამბები

დღეს კახეთში კორონავირუსით 361 ადამიანი დაინფიცირდა- ინფოგრაფიკა

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 361 შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღის განმავლობაში აღებული ტესტების რაოდენობამ შეადგინა 2 544.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობაა -361, მათგან: ახმეტაში დაფიქსირდა -29, გურჯაანში -52, დედოფლისწყაროში -36, თელავში-89, ლაგოდეხში-57, საგარეჯოში-40, სიღნაღში -39 და ყვარელში -19 შემთხვევა.

რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ შეადგინა- 27 567, მათგან: ახმეტაში დაფიქსირებულია-1 927, გურჯაანში-5 658, დედოფლისწყაროში -1 950, თელავში -5 415, ლაგოდეხში – 3 930, საგარეჯოში-3 526, სიღნაღში -2 668, ყვარელში-2 493. ამ ეტაპზე 5 502 პირი გადის მკურნალობას, მათ შორის 5 250 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 50 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 202 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 21 854 გამოჯანმრთელდა და 211 პირი გარდაიცვალა.