სოფელ ლამბალოში მწყემსი გარდაცვლილი ნახეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მწყემსი გარდაცვლილი ნახეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
გარდაცვლილის ახლობლებმა მომხდარის შესახებ ბევრი არაფერი იციან, თუმცა ამბობენ, რომ მან სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

