სოფელ კონდოლში მცხოვრებმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა სამბოს მსოფლიო ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებმა სპორტსმენმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა სანკტ-პეტერბურგში, სამბოს მსოფლიო ტურნირში ოქროს მედლიდ მფლობელი გახდა.
მან რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში გამართულ ტურნირში პირველი დაიკავა და 10 000 დოლარის ოდენობით ფულადი ჯილდო დაიმსახურა. სპორტსმენი საქართველოში გუშინ ღამით დაბრუნდა, მას აეროპორტში ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.
სპორტსმენის განცხადებით, ტურნირში მსოფლიოს 25 ქვეყნიდან, 120-მდე ტიტულოვანი და წარმატებლი სპორტსმენი მონაწილეობდა, საქართველოდან კი 4 სამბისტი იღებდა მონაწილეობას.
ვახტანგ ჩიდრაშვილი სამბოში მსოფლიოს 6 გზის და ევროპის 4 გზის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია.

