ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხში ხეები დაგლიჯა

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხი- მაწიმის დამაკავშირებელ გზაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაზიანდა ერთი ავტომობილი, რომელსაც ხის ნაწილი დაეცა. ქარმა ასევე ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და აბონენტების ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგია.

ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის, “ენერგოპროჯორჯიას “ და სხვა შესაბამისი სამსახურებია ბრიგადები შემთხვევის ადგილზე უკვე იმყოფებიან.

“ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა გზაზე ავტომობილებით გადაადგილების პრობლემები არ შეიმქნას. ადგილზე არიან ,,ენერგოპრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახურები, რომლებიც ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობენ. ყველა სამსახური სრულად მობილიზებულია”– განაცხადა ლაგოდეხის მერმა.