ხანძრის შედეგად დედოფლისწყაროში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხანძრის შედეგად დედოფლისწყაროში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბუნებრივი აირის ჭურჭელს გაუჩნდა და სახლზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად დაიწვა სვარიძეების კუთვნილი შენობის ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობა გახდა.
მომხდარზე გამოძიება ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყო.