საქართველოში შესაძლოა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს
შესაძლოა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.
აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხში სტუმრობისას გააკეთა.
,,ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაზე ძლიერი ქვეყანა, სექტემბერში უკვე საბოლოოდ დაამტკიცებს ფაიზერის ვაქცინას, ვაქცინებს ზოგადად და გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება. ამიტომ, თავის დაზღვვევის მიზნით, არის საჭირო ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გვაქვს სამარისი რაოდენობის ვაქცინები, უნდა ავიცრათ ყველანი. დავარწმუნოთ მშობლები, შვილები, ახლობლები, რომ ყველა ავიცრათ. მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. მთავარი არგუმენტი არის ის, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. რამდენიმე ადამიანი ჩემს ირგვლივ, ახლობლები, რომლებიც ჯანმრთელები იყვნენ, გარდაიცვალნენ კოვიდის გამო”,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.