ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მერობის კანდიდატი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, ჯონდო მდივნიშვილი წარადგინა.

მისი თქმით, მშრომელ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა მთავრობისგან, მუნიციპლიტეტისგან, მერებისგან.

“მოვდიოდი და ვუყურებდი, რომ მთელი ნაკვეთები არის დამუშავებული. აქედანაც ჩანს, როგორი მშრომელი ხალხი ცხოვრობს ამ მუნიციპალიტეტში.ამისთვის მადლობა ჩვენს ხალხს.

ჩვენი მთავარი გამოწვევა ახლა არის პანდემია. კორონავირუსმა გააჩერა მთელი მსოფლიოს ეკონომიკა, უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ბევრი გარდაიცვალა. ვირუსი ჩვენს ქვეყანაშიც მძვინვარებს და მთელ მსოფლიოში არის ეგრეთწოდებული მეოთხე ტალღა.ჩვენ თებერვლიდან დავიწყეთ ეტაპობრივი გახსნა, რადგან ჩვენს მოსახლეობას ძალინ გაუჭირდა, ისედაც გჭირვებულმა ხალხმა დაკარგა შემოსავალი და 200 ლარიანი დახმარება საკმარისი არ იყო. ამიტომ საჭირო იყო ეტაპოვრივი გახსნა. ჩვენ მოსახლეობას და ბიზნესს გავუჩინეთ სტაბილურობის განცდა.შედეგად, ჩვენ გვაქვს ეკონომიკის უპრეცედენტო, ოთხნიშნა ზრდა. მოსახლეობამ დაიწყო დოვლათის შექმნა.ტურისტების დიდი ნაკადი შემოვიდა, გადაჭედილია სასტუმროები.”- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პარტია ” ქართულმა ოცნებამ” რეგიონებში მერობის კანდიდატების წარდგენა, კახეთიდან დაიწყო.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, მოსახლეობას, ახმეტის, ყვარლისა და თელავის მერობის კანდიდატებს წარუდგენს.

პარტიის სახელით არჩევნებში გამარჯვებისათვის, ლაგოდეხში- მოქმედი მერი, ჯონდო მდივნიშვილი , ყვარელში, მოქმედი მერის მოადგილე, გივი ზაუტაშვილი, ახმეტაში, ბიზნესმენი, ალექსანდრე ფიცხელაური და თელავში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ლევან ანდრიაშვილი იბრძოლებენ.