ახალი ამბები

მთავრობა ბიზნესს მოუწოდებს თანამშრომლები ისევ დისტანციურად ამუშავონ

საქართველოს მთავრობამ ახალი რეგულაციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიური აფეთქების საპასუხოდ რიგი შეზღუდვები მიიღო. მათ შორისაა რეკომენდაცია საჯარო და კერძო უწყებების მიმართ, რომ მათ თანამშრომლები მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაო პირობებზე გადაიყვანონ.

“საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს,”– განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ