ახალი ამბები

ლაგოდეხიდან იტალიაში ემიგრაციაში წასული მამაკაცი გარდაიცვალა

იტალიის ქალაქ ლეჩეში ლაგოდეხელი მამაკაცი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ, იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები ავრცელებენ.

40 წლის თემურ მოსაშვილი ქალაქის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ახლობლებმა და ნათესავებმა გაუჩინარებული მამაკაცის ძებნაში დახმარება 20 ივნისს ითხოვეს და მას, თითქმის ერთკვირიანი ძებნის შემდეგ, საავადმყოფოში მიაგნეს

მეგობრები წერდენ, რომ მამაკაცი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლტოლვილების თავშესაფარში ცხოვრობდა. იმის გამო, რომ ტემპერატურა დაუფიქსირდა, ავტობუსში, რომელიც მათ ემსახურებოდა, აღარ შეუშვეს, 2 დღე- ღამის განმავლობაში კი ერთ- ერთ პარკში ეძინა.

მათივე ინფორმაციით, ნერვიულობის ფონზე მას მაღალი წნევა ჰქონდა და გონებაც დაკარგა.

თემურ მოსაშვილის საქართველოში გადმოსვენების დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.