წელს რქაწითელისა და კახური მწვანის ყურძნის ჯიშების სუბსიდირება მოხდება
რთველი-2021 წლის ფარგლებში რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრიოს ინფორმაციით, მევენახეების მიერ მოწეული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სუბსიდიას მიიღებს ის ღვინის კომპანია, რომელიც 2021 წლის რთველის განმავლობაში კახეთის რეგიონში მოწეული 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,9 ლარს.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ სუბსიდიის მისაღებად, კომპანიამ უნდა შეისყიდოს და გადაამუშაოს არანაკლებ 100 ტონა რქაწითელი ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი. ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე კი გაიცემა სუბსიდია: შესყიდულ 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის – 0,35 ლარი.