ახალი ამბები

წნორში კორონავირუსით ექთანი გარდაიცვალა

კახეთში, სამედიცინო პერსონალს შორის კორონა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით დღეს დილით კოვიდ- 19-ით, წნორის არქიმედეს კლინიკის მთავარი ექთანი ნანა ქაჩლიშვილი გარდაიცვალა.

51 წლის მედდას რამდენიმე დღის განმავლობაში ლაგოდეხის კოვიდ -მიმღებ კლინიკაში მკურნალობდნენ.

ექიმების განმარტებით, გარდაცვლილს მძიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა და მან ვირუსთან გამკლავება ვერ შეძლო. სექტემბრიდან დღემდე, კახეთში კორონა ვირუსით 157 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 323 შემთხვევა დაფიქსირდა.