გურჯაანში უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ფაქტი სოფელ ახაშენში მდებარე ერთ- ერთ ავტომანქანის სახელოსნოში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ხელოსანს სპეციალურ მოწყობილობაზე აწეული მანქანა დაეცა. მიყენებული დაზიანებებით კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანა, ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
Pingback: В Кахетии молодой мужчина погиб в результате несчастного случая в автомастерской - Новости Грузия