ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის

პარტია „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი “ტვიტერში“ წერს.

ის „ქართული ოცნების“ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოცხადდა.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის,”- წერს ნედ პრაისი.