ახალი ამბები

კორონავირუსგადატანილ პირებს, შესაძლოა, ვაქცინაცია ერთჯერადად ჩაუტარდეთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პირებისთვის შესაძლოა, ვაქცინა ერთჯერადად, ერთი დოზით გაკეთდეს.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინის გაკეთებამდე 120- დღიანი ვადის 30 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწერება.

რაც შეეხება იმას, ხომ არ იქნება წინააღმდეგობაში ანტისხეულები ვაქცინასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ არა, პირიქით, ვაქცინა ანტისხეულებისთვის ბუსტერი იქნება.