ახალი ამბები

ავტოკატასტროფაში დაზარალებული ოჯახი სისხლის დონორს ეძებს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მცხოვრები კახა ელოშვილი ოჯახთან ერთად ავარიაში მოყვა.

დაზარალებულის ახლობლების თქმით, ამ დრომდე მამაკაცის მეუღლე და შვილები იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში და სისხლის დონორი ესაჭიროებათ.

,,კახას მეუღლე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ესაჭიროება მეორე ჯგუფის რეზუს დადებითი ან უარყოფითი სისხლის 10-15 დონორი, თუ ვინმეს გაქვთ შესაფერისი ჯგუფის სისხლი და აკმაყოფილებთ ქვემოთ მოცემულ ფოტოში ჩამოთვლილ მოთხოვნებს დაუკავშირდით კახა ელოშვილს მითითებულ ნომერზე, ან დარეკეთ სისხლის ბანკში და ჩააბარეთ სისხლი თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სისხლის ბანკში ციალა მკალავიშვილისთვის ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადასაგზავნად”,- აცხადებენ დაზარალებულის ოჯახები.

სურვილის შემთხვევაში დარეკეთ ნომრებზე:
კახა ელოშვილი :599344497
სისხლის ბანკი : 599715795