ამირან გამყრელიძე- საქართველო ყველა ინდიკატორით წითელ ზონაშია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ყველა ინდიკატორით წითელ ზონაშია.
“ახლა ვართ დაახლოებით, იმ დონეზე, როგორც მესამე ტალღის პიკზე ვიყავით. დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის დასაწყისში. ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში გადავედით. აქამდე ჯონ ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში, ახლა უკვე წითელ ზონაში ვართ. ეს განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული. საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა და სავარაუდოდ გამკაცრებები იქნება. პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში”, — განაცხადა გამყრელიძემ.
იგი რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს.
“მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და გაუარესების ტენდენცია იქნება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ”, — განაცხადა გამყრელიძემ.