პირბადის ტარება შესაძლოა ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს.
მისივე თქმით, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დააყენებენ.
“დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეკომენდაცია. შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში”,-განაცხადა გამყრელიძემ.
მან ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახლა ისეთი ეპიდვითარებაა, როგორიც მესამე ტალღის პიკის დროს იყო. გამყრელიძის თქმით, საქართველო ყველა ინდიკატორით წითელ ზონაშია.