საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს
საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39 გრადუსს გადააჭარბოს.
მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში