იგეგმება თელავის აეროდრომის გაფართოება
საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის სერგო ტეფნაძეს განცხადებით, იგეგმება თელავის აეროდრომის გაფართოება.
მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მიმდიმარე წლის ზაფხულში დაიწყება. კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოშვილის თქმით, საავიაციო უნივერსიტეტს აეროდრომის პროექტი მზად აქვს და მისი დასრულების შემდეგ, თელავიდან შიდა ფრენები განხორცილდება, რაც რეგიონის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.