ახალი ამბები

19 ივლისიდან ბანაკის ტიპის შეკრებები იკრძალება

საქართველოს მთავრობის მიერ 322-ე დადგენილებაში, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესებს მოიცავს, შესული ცვლილებების მიხედვით, ბანაკის ტიპის შეკრებები იკრძალება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ ხელმოწერილი 359-ე დადგენილების მიხედვით, ცვლილებები შევიდა 322-ე დადგენილების მეოთხე მუხლში და მე-8 და მე-9 პუნქტები დაემატა.

„იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

ტრენინგებზე და კონფერენციებზე დასწრება მხოლოდ PCR ტესტის შემდეგ ხდება ნებადართული.

18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე“, – წერია დადგენილებაში.