თელავში თვითნასწავლი მხატვრის ვლადიმერ ჩერვინსკის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს
თელავის ისტორიულ მუზეუმში, ადგილობრივი თვითნასწავლი მხატვრის ვლადიმერ ჩერვინსკის გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენა 15 ივლისს დაიწყო და 5 აგვისტომდე გაგრძელდება.
ვლადიმერის ბიოგრაფია მეტად საინტერესო და გამორჩეულია. 11 წლის ასაკში მას შეხვდა პოლიომიელიტი, რომელმაც გარკვეული კვალი დატოვა ვლადიმერის ჯანმრთელობაზე, თუმცა ის შემოქმედის სიჯიუტით აგრძელებდა ნამუშევრების შესრულებას. მან დაამთავრა თელავის რუსული სკოლა. შემდეგ გადავიდა თბილისში, სადაც დაამთავრა თბილისის – მოსე თოიძის ხუთწლიანი სამხატვრო სასწავლებელი, ხატვა–ხაზვის განხრით. იგი ხატვასთან ერთად ითავსებდა რამდენიმე სამსახურს.
ვლადიმერი იყო მეტად გამორჩეული, რაც თავის ნამუშევრებშიცაა გამოხატული. მას არ გააჩნდა კონკრეტული მიმდინარეობა, რადგან ითავსებდა ძალიან ბევრ სტილს. შეეძლო ნებიემიერ დროს გამოენახა დრო და საშუალება და შეესრულებინა ნამუშევარი. 60 წლის ასაკში ვლადიმერ ჩერვინსკიმ სიცოცხლე თვითმკველელობით დაასრულა. მუზეუმში ინახება მისი 45 ნამუშევარი.

