კახეთში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა
ბოლო რამდენიმე დღეა კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად უარესდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 157 შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტების თქმით, ბოლო თვეში ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
არსებული ინფორმაციით, გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, კახეთში მოქმედ კოვიდ- კლინიკებს პაციენტების მიღება უჭირთ, რადგან სტაციონარებში ინფიცირებულების მოთავსებისათვის ადგილები თითქმის აღარ აქვთ.
თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში განმარტავენ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, კლინიკაში ადგილი არ არის. დაწესებულებაში აცხადებენ, რომ მათ 60 პაციენტის მოთავსების შესაძლებლობა აქვთ და გართულებული ეპიდსიტუაციის გამო საწოლფონდი უკვე შევსებულია.
საწოლფონდი გადავსებას ადასტურებენ ლაგოდეხის კოვიდ- კლინიკაშიც. მათი თქმით, აღნიშნულის მიზეზი გართულებული ეპიდსიტუაციაა. სამედიცინო დაწესებულებებში განმარტავენ, რომ ინფიცირებული პირები აცრილები არ არიან.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კოვიდ- 19- ის 157 შემთხვევა გამოვლინდა. დღევანდელი მდგომარეობით, მკურნალობას გადის 1051 პაციენტი. სექტემბრიდან დღემდე, კახეთში სულ 16 638 პირი დაინფიცირდა, აქედან, ყველაზე მეტი, 3697 შემთხვევა, გურჯაანშია გამოვლენილი.