ახალი ამბები

კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 62 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 812 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.