ახალი ამბები

ვაშლოვანის ნაკრძალში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გუშინ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ქრობის სამუშაოებში 120 მეხანძრე- მაშველი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 80-მდე რეინჯერია ჩართული.

მეხანძრე-მაშველთა მხრიდან მოხდა ცეცხლის კერამდე სახანძრო სახელოების აჭიმვა დაახლოებით 4 კილომეტრზე და ხორციელდება მისი წყლით დამუშავება. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ერთსა და იმავე ტერიტორიაზე უკვე მესამედ გაჩნდა და ცეცხლი რთულად მისადგომ რელიეფზე, ტყის ქვედა საფარსა და ხის ფესვებს უკიდია.