ქაშუეთის ტაძართან დაგეგმილ აქციას კახეთიდანაც შეუერთდებიან
საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ აქციას და პარაკლისს, რომელიც ქაშუეთის ეკლესიასთან გაიმართება, კახეთიდანაც შეუერთდებიან.
100-მდე ადგილობრივი, მათ შორის საპატრიარქოს ჩოხოსნები, სასულიერო პირები, საჯარო მოხელეები და მრევლი დედაქალაქისკენ უკვე გამოემგზავრნენ. მანამდე ისინი თელავის ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც მღვდელმსახურებმა პარაკლისი გადაიხადეს.
მათი განცხადებით, ლგბტ წარმომადგენლებთან კონფლიქტს არ აპირებენ, თუმცა დაგეგმილი მარში მათთვის მიუღებელია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ,,თბილისი პრაიდის” კვირეუის ფარგლებში დაგეგმილი აქციის პარალელურად მოწინააღმდეგეთა შეკრებას და აქციის გამართვას გეგმავს.
აღნიშნული განცხადება საპატრიარქომ ორი დღის წინ გაავრცელა, სადაც საკუთარ მრევლს ღირსების დაცვისკენ მოუწოდა.