ახალი ამბები

თელავში ფეხბურთის მატჩის დროს მამაკაცი გარდაიცვალა

თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, ფეხბურთის მატჩის მიმდინარეობის დროს მაყურებელი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ის უეცრად შეუძლოდ გახდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე პირველადი დახმარება თვითმხილველებმა სცადეს, თუმცა 70 წლის კაცი სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

შემთხვევა თელავი- წყალტუბოს გუნდებს შორის შეჯიბრის დროს მოხდა.