სოფელ ჯუგაანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორბლის ყანა დაიწვა
ხანძარი იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტეში. სოფელ ჯუგაანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორბლის ყანა დაიწვა.
ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაჩენილმა ხანძარმა, ადგილობრივი მკვიდრის, ალადაშვილის კუთვნილი ხორბლის ყანა გაანადგურა.
წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 5 ჰექტარზე, ჯერ კიდევ მოუმკელი მოსავალია დამწვარი.
ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა მოსავლის აღების პროცესში კომბაინის გამონაბოლქვისგან გაჩნდა, რომელსაც ნაპერწკალი ახასიათებს.
ცეცხლის გაჩენის რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს.