ახალი ამბები

იტალიაში ლაგოდეხიდან ემიგრაციაში წასულ 40 წლამდე მამაკაცს ეძებენ

იტალიის ქალაქ ლეჩეში საქართველოს მოქალაქეს, 40 წლამდე თემურ მოსაშვილს ეძებენ. ბოლოს ის 20 ივნისს ნახეს და მას შემდეგ არავის დაკონტაქტებია.

დაკარგული ახალგაზრდა ლაგოდეხიდანაა. თემურ მოსაშვილის დედას ვერსიები არ აქვს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს შვილის გაუჩინარება, თუმცა რაიმე სახის კონფლიქტს გამორიცხავს.

მისი თქმით, თემურ მოსაშვილი თავშესაფარში ცხოვრობდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში მოათავსეს, მეორე დღეს გამოიპარა და გაუჩინარდა.

დაკარგულის ოჯახი, დახმარებას როგორც იტალიის, ასევე საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს.