რაგბის ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩი თელავში ხვალ ჩატარდება
საქართველოს ნაკრები, წლევანდელი რაგბის ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს თელავში ხვალ, 26 ივნისს ჩაატარებს.
აღსანიშნავია რომ, თელავში საქართველოს ნაკრებს აქამდე არასდროს უთამაშია. ჩემპიონატის ბოლო მატჩისთვის, მიმდინარეობდა 1 თვე თელავის რაგბი არენაზე მზადება. თამაში ყველა კოვიდ რეგულაციის დაცვით ჩატარდება. ამ დროისთვის გაყიდულია ყველა ბილეთი და ხვალ 17:00 თელავის კავკასიონის არენაზე ითამაშებს საქართველო v ნიდერლანდები.
შეგახსენებთ, რომ ქალაქში თანამედროვე სტანდარტების სარაგბო სტადიონი “კავკასიონი რაგბი არენა” 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 7.8 მილიონი ლარი დაჯდა. ტრიბუნების რაოდენობა კი 2244 ადამიანზეა გათვლილი.
ბორჯღალოსნების ვარჯიში ,,კავკასიონი არენაზე”
თელავი
ბორჯღალოსნების ვარჯიში ,,კავკასიონი არენაზე”
თელავი
ფოტოები: Geogianrugby