თელავში ქვეწარმავლები მომრავლდნენ და საცხოვრებელ სახლებში შედიან
თელავში, კავკასიური გეკონები მომრავლდნენ და საცხოვრებელ სახლებში შედიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეწარმავლები სახლებში შედიან და კედლებზე სწრაფად მოძრაობენ. მათი თქმით, ისინი მაღალ სართულებზეც ადიან.
“მეოთხე სართულზე, სახლში წებოვანი მახეს საშუალებით დავიჭირე. ძალიან სწრაფად გადაადგილდებიან და სხვანაირად შეუძლებელია მათი დაჭერა. მსგავსი რამ აქამდე არ მინახავს. ალბათ მწვანე საფარისა და ფასადების შეწამვლაა საჭირო-” განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაქვემდებარებულ კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ვითარებას შეისწავლიან და გასატარებელ ღონისძიებებზე ჩამოყალიბდებიან.
ბოლო რამდენიმე წელია, თელავში სხვადასხვა სახეობის ქვეწარმავლები მომრავლდა, ისინი საცხოვრებელ სახლებსა და დასახლებულ პუნქტებში ჩნდებიან.