აკმაყოფილებს თუ არა თელავში, სასმელი წყალი რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს
თელავის მოსახლეობა ხშირად გამოთქვამს პროტესტს წყლის ხარისხთან დაკავშირებით.
როგორც knews.ge-ს გაერთიანებული წყალმომაგაგების კომპანიის კახეთის რეგიონული ფილიალის წყლის ხარისხის კონტროლის მენეჯერმა ნინო ნაცვლიშვილმა განუცხადა, რომ წლებია თელავში წყლის დაბინძურების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
“ჩვენი მოვალეობაა მოსახლეობას მივაწოდოთ სასმელად ვარგისი და გაფილტრული წყალი. ხშირად წყლის დაბინძურება ხდება საცხოვრებელ სახლებში შესაცვლელი მილების გამო. ამაზე მოსახლეობამ თვითონ უნდა იზრუნოს. თელავში წლებია წყლის დაბინძურება არ მომხადარა, რადგან ყოველდღიურად მკაცრად კონტროლდება ხარისხი”,- განაცხადა ნინო ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, წყლის ხარისხის შესამოწმებლად ყველა მსურველს შეუძლია მიმართოს გაერთიანებული წყალმომაგაგების კომპანიის რეგიონულ ან რაიონულ ოფისს, სადაც მოხდება წყლის ლაბორატორიული ანალიზი.