ახალი ამბები

პოლონეთში დაკარგული 26 წლის დიტო ხელხელაურის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან პოლონეთში ემიგრაციაში წასული ახალგაზრდის, 26 წლის დიტო ხელხელაურის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებულ ინფორმაციას ახალგაზრდას გარდაცვალების შესახებ მეგობრები და ოჯახის წევრები არ ადასტურებენ. მათი განმარტებით, მათ იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდა ცოცხალია და კარგად იმყოფება.

ოჯახის წევრები და მეგობრები ახალგაზრდას რამდენიმე დღეა ეძებენ.

დიტო ხელხელაურს ვარშავის პოლიცია და ახლობლები ერთობლივად ეძებდნენ. ახალგაზრდა კაცი პოლონეთში სამუშაოდ 4 წლის წინ წავიდა.