ახალი ამბები

ნადიკვრის პარკში ფანჩატურების და ტერასების მოწყობა უახლოეს ხანში დასრულდება

თელავში, დასასვენებელ პარკ ნადიკვარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები ერთი თვის ვადაში დასრულდება.  უწყებაში განმარტავენ, რომ დასასრულს უახლოვდება ფანჩატურების რეკონსტუქციის და  გადასახედების მოწყობის სამუშაოები. ასევე მოეწყობა ტერასები და აღდგენილი იქნება ნადიკვარის პარკის ადრინდელი სახე.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 317 000 ლარია.