თელავში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა
ქალაქ თელავში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა.
შემთხვევა 8 ივნისს კომენდანტის საათის დროს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს, ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა- შემოხლაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს.
ერთ- ერთი, 22 წლის ახალგაზრდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. უფრო მძიმეა 21 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მიყენებული დაზიანებებით თბილისშია გადაყვანილი. მას სავარაუდოდ, თავის არეში დაზიანება მაკრატლით აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 124- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანებას გულისხმობს.