ახალი ამბები

თელავში ერთ-ერთი მუსიკალური სკოლა კორონავირუსის დაფიქსირების გამო დაიკეტა

თელავში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ერთ- ერთმა მუსიკალურმა სკოლამ სასწავლო პროცესი შეწყვიტა.

მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გახდა. კოვიდ- 19 ხუთ პედაგოგსა და მოსწავლეს დაუდასტურდა.

მოსწავლის მშობელი, მოზარდის დაინფიცირების წყაროს ვერ ასახელებს, თუმცა ვარაუდობს, რომ შესაძლოა დაავადება, თბილისში ჩატარებულ ფესტივალს უკავშირდებოდეს, სადაც გოგონათა გუნდი, დაახლოებით ათი დღის წინ იმყოფებოდა.

კორონავირუსი დაუდგინდა, სკოლის ბიბლიოთეკარსაც, რომელიც ერთ-ერთ პედაგოგთან კონტაქტში მყოფი პირია. შექმნილი ვითარების გამო, ეპიდემიოლოგებმა სკოლის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

კორონავირუსზე ტესტირებას, პედაგოგებთან და მოსწავლესთან კავშირში მყოფ ყველა პირს ჩაუტარებენ.