ახალი ამბები

გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ტურისტი დაშავდა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ტურისტი დაშავდა. შემთხვევა თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ჯიპის ტიპის ავტომანქანა გომბორის გზის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

დაშავებულები სასწარაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

ექიმების თქმით, მოსკოველ ტურისტებს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, მათდგან ერთის მდგომარეობა მძიმეა და სავარაუდოდ, რეანომობილით თბილისის პროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.