სოფელ ვარდისუბანში ცოლის მიერ დაჭრილი მამაკაცი დააკავეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცოლის მიერ დაჭრილი მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ახალგაზრდა ქალმა, მეუღლეს ჭრილობა დანით ზურგის არეში მიაყენა.
მამაკაცს მკურნალობა, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარეს, თუმცა, მეუღლის ინფორმაციის საფუძველზე, ის დააკავეს და მკურნალობას, საპატიმროში განაგრძობს.
მამაკაცის მიმართ, საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე და 151 მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.
თელავის რაიონულმა სასამართლომ, დღეს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულის ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი ამბობს, რომ საქმის კვალიფიკაცია არასწორია და ქალისათვის დაჭრის ფაქტზე, ბრალი უნდა წაეყენებინათ.
მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118- მუხლითაა დაწყებული, თუმცა , ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.
წინასასამართლო სხდომა საქმეზე, თელავის რაიონულ სასამართლოში, ივნისის ბოლოს ჩატარდება.
ახალგაზრდა ცოლ- ქმარს 5 წლის გოგონა ჰყავს, რომელიც ამჟამად, დედასთან იმყოფება.