ამერიკაში ყვარლიდან ემიგრაციაში წასული 21 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
ყვარლის მუნიციპალიტეტიდან ამერიკაში ემიგრაციაში წასული ახალგაზრდა გარდაიცვალა.
21 წლის ასაკის გიორგი ტუგუნიძე ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ათეულ წელზე მეტია, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ- იორკში იმყოფებოდა.
როდის გადმოასვენებენ ახალგაზრდას საქართველოში, დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ოჯახის ახლობლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდნენ.