თელავის მე-9 სკოლაში კორონავირუსის დაფიქსირების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა
თელავის მე-9 საჯარო სკოლაში კორონავირუსის დაფიქსირების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა.
ვირუსი პედაგოგებს აღმოჩნდათ. არსებული ინფორმაციით, მასწავლებლებს, რამდენიმე კლასის ათობით მოსწავლესა და სხვა პედაგოგებთან ჰქონდათ კონტაქტი, ამიტომ ეპიდემიოლოგებმა სწავლის შეწყვეტის რეკომენდაცია გასცეს.
საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე, სასწავლო პროცესი ონლაინ – რეჟიმში ჩატარდება. ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა თელავის ერთ-ერთ მუსიკალურ სკოლაშიც, თუმცა, ამ შემთხვევაში, სკოლის დაკეტვის აუცილებლობა არ დამდგარა.