ახალი ამბები

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სათბურის მოსაწყობად გრანტები გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილებსა და ეკომიგრანტებს „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გრანტები გადაეცემათ.

მათივე ცნობით, პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. გრანტის ოდენობა, საშუალოდ, 16 000 ლარს შეადგენს.

„დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს. ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 15 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა“ ,- აღიშნულია ინფორმაციაში.