სტიქიამ წინანდალი, ვანთა, ბუშეტი და ქვემო ხოდაშენის ნაწილი დააზარალა
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები: წინანდალი, კისისხევი, ვანთა, ბუშეტი და ქვემო ხოდაშენის ნაწილი დააზარალა.
სეტყვის შედეგად 50-დან 90 პროცენტამდეა განადგურებული ვენახები, ხეხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები. ფერმერების თქმით, მათ დიდ ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ზარალი იმდენად დიდია, რომ წელს ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩებიან. სოფლებში დილიდან მუშაობს თელავის მერიის მუდმივმოქმედი კომისია და ზარალს ითვლის.