თელავში მცხოვრები ვახტანგ ჩიდრაშვილი სამბოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრები სპორტსმენი ვახტანგ ჩიდრაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, კვიპროსში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ვახტანგ ჩიდრაშვილმა მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ვახტანგ ჩიდრაშვილი არაერთი ჯილდოს მფლობელია. მას სხვადასხვა ჩემპიონატებში აქვს მიღებული მონაწილეობა, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი არის ექვსგზის მსოფლიოს და ოთხგზის ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.
ვახტანგ ჩიდრაშვილი 2021 წელს სამბოში, 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.