თელავის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ავტომაქანის მძღოლი სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.